ბახმარო - ახალი ტურისტული მარშრუტი

15 იანვარი 2018, 21:40 13186 ნახვა

ძველით ახალი წელი და კალანდა გურიაში. ფაქტია, რომ 14 იანვარი განსაკუთრებულია ჩვენს მეზობელ რეგიონში. ბახმარო იყო წელს პირველად ამ ტრადიციულ დღესასწაულსა და ამ სეზონზე საქართველოს ყურადღების ცენტრში.

კურორტი ოფიციალურად არაა სამთო-სათხილამურო, არაა მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თუმცა მაღალი პოტენციალის ფონზე ბახმარო დიდ ინტერესს იწვევს უცხოელ ტურისტებში.

ათობით უცხოელმა ვიზიტორმა იზეიმა გუშინ ადგილობრივებთან ერთად ტრადიციული დღესასწაული.

ბაკურ ფარტენაძე და ლევან სიხარულიძე გვაჩვენებენ ახლა პირველად, როგორი იყო კალანდა 2018 ბახმაროში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. 

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში