დონალდ ტრამპი აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

13 იანვარი 2018, 00:00 2213 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. გუშინ აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ მუხტარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, საზღვარზე 10 ათასი ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. 

„აშშ შეწუხებულია იმით, რომ 12 იანვარს აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუხტარლი საქართველოში 30 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში ჩაიყვანეს, მას კონტრაბანდისთვის წაუყენეს ბრალი. ამ ბრალდებას ფართო წრეებში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას გაათავისუფლონ მუხტარლი. ასევე ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას მუხტარლის გატაცების საქმეზე და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება სრული, გამჭირვალე და დროული“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. 

 

ამავე კატეგორიაში