ტეროტიზმი - მთავარი საფრთხე

11 იანვარი 2018, 00:00 2030 ნახვა

ტერორიზმი მხარდაჭერის ბრალდებითაა დაკავებული 4 პირი, 3 კი ლიკვიდირებული. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაჭრეს თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. ამ თემაზე საუბრით გახსნა დღეს წლის პირველი მთავრობის სხდომა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ინტერესი ობიექტური გამოძოება და საზოგადოებაში არსებულ შეკითხვაზე პასუხების გაცემაა.

“ტერორიზმი - გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად” – აღნიშნა პრემიერმა. ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს დღეს ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა. მთავარი კითხვა, რომელიც ამ დროისთვის საზოგადოებაში არსებობს, არის შემდეგი: არსებობდა თუ არა მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ იარაღის გამოყენების აუცილებლობა?

ამავე კატეგორიაში