ბათუმის სასპორტო სკოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

08 იანვარი 2018, 00:00 12319 ნახვა

ბათუმის სასპორტო სკოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება დღეს, 2018 წლის 8 იანვარს გაფორმდა.  შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების თანახმად, რომელიც შპს 'სტადიონმა" სამშენებლო კომპანია "საბა კონტრაქშენთან" გააფორმა, დღეიდან 16 თვეში კომპანიამ სპორტსკოლა უნდა ჩააბაროს. 

სასპორტო სკოლა ბათუმში, ლეონიძის 15 ნომერში აიგება. ახალი შენობის ღირებულება 61 მილიონ 977 ათას 777 ლარია. 

ბათუმში ახალი სასპორტო სკოლის მშენებლობის გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღეს, რაც ფიროსმანის ქუჩაზე არსებული სასპორტო სკოლის ორი ფრიგელი, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროს მშენებლობისთვის სამშენებლო კომპანია "ორბის"  გადაეცა. 

სპორტსმენების სხვადასხვა შენობაში გადაყვანის გადაწყვეტილებას პროტესტი მოყვა. სწორედ ამის შემდეგ დაანონსდა, რომ ბათუმელ სპორტსმენებს მრავალფუნქციურ და მასშტაბურ სასპორტო სკოლას აუშენებდნენ.  

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი