რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში ფეხსაცმლის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

04 იანვარი 2018, 00:00 1995 ნახვა

რუსეთის ნოვოსიბირსკის ოლქში ფეხსაცმლის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ყველა მათგანი საწყობის თანამშრომელი, ძირითადად ჩინეთის მოქალაქე იყო.

ცეცხლის ლიკვიდირება  დღის პირველი საათისთვის მოხერხდა. ხანძარი 2 ათას კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზებად წინასწარი ვერსიით, ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა და მოკლე ჩართვა სახელდება. სამაშველო ოპერაციას მეტეოროლოგიურმა პირობებმა შეუშალა ხელი.

ამავე კატეგორიაში