საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 85 წელი შეუსრულდა

04 იანვარი 2018, 00:00 3348 ნახვა

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა  და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს 85 წელი შეუსრულდა.

ერისკაცობაში — ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

1952 წელს, ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა, 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ  ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად დაინიშნა.  1961 წლის 19 დეკემბერს აყვანილი იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1977 წლის 9 ნოემბერს კი პატრიარქის მოსაყდრედ დადგინდა.

1977 წლის 23 დეკემბერს მე-12 ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტი ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს საპატრიარქო ტახტზე მისი აღსაყდრება მოხდა.

ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი გავიდა.

ამავე კატეგორიაში