თურქეთში საქართველოს მოქალაქე სუს-ის ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს

29 დეკემბერი 2017, 00:00 2375 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ 26 დეკემბერს, ტრაბზონის პროვინციაში  საქართველოს მოქალაქე ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, თურქი სამართალდამცველებისთვის გადაცემული ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული იყო ახმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს.

თურქეთში, ტრაბზონის პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმრის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „მილიეტმა“ გაავრცელა. 

ამავე კატეგორიაში