12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს ნიუ-იორკში

29 დეკემბერი 2017, 00:00 2323 ნახვა

12 ადამიანი დაიღუპა ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად. დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით,  5 სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი პირველ სართულზე გაჩნდა.

მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე  3 წუთში მივიდნენ, თუმცა მსხვერპლის თავიდან აცილება მაინც ვერ შეძლეს.

ცეცხლმოკიდებული სახლიდან 12 ადამიანი გამოიყვანეს.  ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე კატეგორიაში