სუს-ის განცხადება

28 დეკემბერი 2017, 00:00 1828 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 26 დეკემბერს, ტრაპიზონის პროვინციაში, საქართველოს მოქალაქე, თურქმა სამართალდამცველებმა ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილი, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მასალები ამოიღეს.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, თურქი სამართალდამცველებისთვის გადაცემული ინფორმაცია, მოპოვებული იყო ახმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან, რომელიც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს.

თურქული  მედიის ცნობით ქალაქ ოფის მახლობლად კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეები, ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ.

ამავე კატეგორიაში