თეთრი სახლის ბაღში 200 წლოვანი მაგნოლიის ხე მოჭრეს

28 დეკემბერი 2017, 00:00 2191 ნახვა

თეთრი სახლის ბაღში 200 წლოვანი მაგნოლიის ხე მოჭრეს. შესაბამისი ბრძანება ამერიკის პირველმა ლედიმ გასცა. მაგნოლიის ხე ჯექსონი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მდელობში იზრდებოდა. ასაკოვანი ხე თეთრი სახლის ვიზიტორებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

მაგნოლია შეერთებული შტატების მეშვიდე პრეზიდენტმა ენდრიუ ჯექსონმა 1829-1837 წლებში, საკუთარი გარდაცვლილი მეუღლის სახსოვრად დარგო. ხის გამოსახულება ამერიკული 20 დოლარიანების კუპიურებზეც იყო აღბეჭდილი.

შეერთებული შტატების ეროვნული დენდრარიუმის სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ხის სტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა წაქცეულიყო. მაგნოლიის სიცოცხლის პერიოდში თეთრმა სახლმა 39 პრეზიდენტი გამოიცვალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი