საშობაოდ მორთული ბულვარი ღამით /ფოტო/

28 დეკემბერი 2017, 00:00 5176 ნახვა

ბულვარის ადმინისტრაცია საშობაო კონცერტის სცენარს აქვეყნებს. 

 საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით მოირთო კოლონადების მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდა მანათობელი დეკორატიული  თაღი,  საახალწლო აქსეუარებით მოირთო  „ბამბუკების ხეივანი“

სამგანზომილებიანი პროექციით განათდა ბულვარის კოლონადები.

 ბულვარის  კოლონადებთან წინასაახალწლო ღონისძიება  29 დეკემბერს, 18:00 საათზე,  დაიწყება.

მონაწილეობენ ბათუმელი შემსრულებლები: გიორგი ბერიძე,  ირაკლი გოგიტიძე, ადგილობრივი ბენდები.  

პარალელურად საახალწლო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი კომპოზიციები, ფოტო კუთხეები. 

ბათუმის ბულვარის სტუმრებს საშუალება ექნებათ საკონდიტრო კომპანიებისა და პროფესიული კოლეჯების მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროდუქცია დააგემოვნონ.

 თოვლის ბაბუა ახალი წლის ღამეს მარხილით შემობრძანდება და პატარებს საახალწლო ტკბილეულს გადასცემს. საახალწლო ღონისძიება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

ამავე კატეგორიაში