სპეცოპერაცია პანკისსა და თბილისში

26 დეკემბერი 2017, 00:00 2424 ნახვა

სპეცოპერაციები თბილისსა და პანკისის ხეობაში. ოფიციალური ინფორმაციით დაკავებულია 5 პირი, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთებული განცხადების თანახმად, ხელს უწყობდნენ 21-22 ნოემბერს ისანში ლიკვიდირებულ პირებს. სუს - ში აცხადებენ, რომ ისინი ეხმარებოდნენ ახმედ ჩატაევს და ამ დაჯგუფების წევრებს.

ასევე ამბობენ, რომ იგეგმებოდა თურქეთსა და საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელება და დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმა. სპეცოპერაციის შემდეგ, ერთ-ერთი დაკავებულის ჰოსპიტალიაზაცია გახდა საჭირო, ახალგაზრდა თავის არეშია დაჭრილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ იგი წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცველებს და ამიტომ გაისროლეს მისი მისამართით. განსხვავებულ ვერსიას ყვებიან დაკავებულების ახლობლები – ამაზე აკეთებს აქცენტს სახალხო დამცველიც.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში