მინისტრი სარფის საბაჟოს და ადლიის ეკონომიკური ზონის მუშაობას გაეცნო

26 დეკემბერი 2017, 00:00 3269 ნახვა

რამდენად ეფექტურად ხორციელდება ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვა, რამდენად კომფორტულია საბაჟო პროცედურები, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებისთვის - „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტისა და ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონის მუშაობას  საქართველოს ფინანსთა მინისტრი გაეცნო.

ბათუმის სერვის - ცენტრსა და  ფოთის გეზში მამუკა ბახტაძე იმ ელექტრონულ სერვისებს გაეცნო, რომელსაც გადასახადის გადამხდელებს, შემოსავლების სამსახური სთავაზობს.

ამავე კატეგორიაში