ენვერ ირემაძისა და გურამ მიქელაძის სასამართლო პროცესი

28 ივნისი 2016, 00:00 4300 ნახვა

გონიოს მიწებთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე დაკავებული ენვერ ირემაძისა და გურამ მიქელაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. პოლიცია მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლით ედავება, რაც სამართალდამცეველებისათვის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 400 ლარამდე ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან 90 დღით პატიმროაბს ითვალისწიენბს. დღეს დაცვის მხარე მტკიცებულების სახით ვიდეო მასალას წარადგნეს, დღესვე სავარაუდოდ დაიკითხება სახალხო დმცველის წარმომადგენელი აჭარაში. გადაწყვეტიელბას დღეს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე მიიღებს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში