ირაკლი ჭეიშვილი ‘’გუშინ პრემიერს არაფერი შეშლია’’

21 დეკემბერი 2017, 00:00 4822 ნახვა

უმაღლეს საბჭოში მიმდინარე სხდომაზე ერთმანეთს ‘’ქართული ოცნებისა’’ და ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები დაუპირისპირდნენ. კამათი გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის გუშინ არსებულ დაპირისპირებას მოჰყვა.  

ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრს გუშინ არაფერი შეშლია, რადგან ის ჯერ კაცია და შემდეგ პრემიერი.

‘’გუშინ ფეისბუქზეც დავწერე სტატუსი და დღესაც გავიმეორებ, მე ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ.  ჯერ ვართ ადამიანები და მერე თანამდებობის პირები. ნიკა მელიამ გუშინ  მოქმედ მთავრობის მეთაურს უცენზური სიტყვები აკადრა. ვიღაც მოითმენს ამას, ვიღაც ვერა - განაცხადა დეპუტატმა.  

ირაკლი ჭეიშვილის განცხადებამ ოპონენტების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ამბობდნენ, რომ გიორგი კვირიკაშვილს თმენის ვალდებულება აქვს. თუ ამას ვერ აკეთებს განცხადება უნდა დაწეროს და სახლში წავიდეს.

‘’თუ ეს მოგვწონს ვაგინოთ მაშინ ერთმანეთს. გადავიდეთ მაგ ფორმაზე’’ - სტავაზობს დეპუტატებს  ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი’’  ელგუჯა ბაგრატიონი.  

‘’სააკაშვილი რომ შემხვდეს გზაში მას ვერ ვაკადრებ იმ სიტყვებს რაც მელიამ პრემიერს აკადრა, იმიტომ რომ პატივს ვსცემ, როგორც ექსპრეზიდენტს, შეიძლება სტატუსი დავწერო, განცხადება გავაკეთო მაგრამ მას არ ვეტყვი. მე რომ შენ მასე მოგმართო ანალოგიურად მოიქცევი შენც ელგუჯა - ასე მიმართა ირაკლი ჭეიშვილმა ელგუჯა ბაგრატიონს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში