ჩაგვრა და ბულინგი მოზარდებში - მსოფლიო პრობლემა

20 დეკემბერი 2017, 00:00 4445 ნახვა

ბავშვებში ბულინგისა და ნებისმიერი სახის აგრესიის შესახებ არაერთი საერთაშორისო კვლევაა ჩატარებული. სკოლებში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მსოფლიოს ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში მეტალოდეტექტორებს იყენებენ, კამპუსებზე უსაფრთხოების დამცველები არიან, მოსწავლეების ჩაცმულობას მკაცრად აკონტროლებენ, პოტენციურად მოძალადე ბავშვების შესახებ კი მონაცემებს აგროვებენ, ასევე ახორციელებენ ანტი-ბულინგურ საინსტრუქციო კამპანიებსა და მედიტაციებს.

თუმცა, რომელი მეთოდი მუშაობს და ამცირებს არასრულწლოვნებში ძალადობას? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რენდ კორპორაციამ" ჩაატარა მოკვლევა და დაადგინა, რომ მხოლოდ ნაწილია ეფექტიანი. 

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში