გაეროს რეზოლუციაში რესეთს ოკუპანტი უწოდეს

20 დეკემბერი 2017, 00:00 1796 ნახვა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით რეზოლუცია მიიღო, რომელიც ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევას და ნახევარკუნძულზე რუსეთის კანონებისა და იურისდიქციის უკანონო დაწესებას გმობს.

ტექსტს, რომელიც უკრაინისა და კიდევ 30 ქვეყნის ინიციატივით იყო შეტანილი, 70-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკამ. წინააღმდეგ 26 ქვეყანა წავიდა, მათ შორის, რუსეთი, სომხეთი და ბელარუსი.

გენერალურმა ასამბლეამ ფედერაცია ტექსტში ოკუპანტად მოიხსენია. რეზოლუციაში დაგმობილია ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაცია, ასევე აღნიშნულია უკრაინის ძალისხმევა ბოლო მოუღოს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას.

ამავე კატეგორიაში