აჭარის მთავრობა რეზო ხარაზს სიცრუეში ადანაშაულებს

20 დეკემბერი 2017, 00:00 3400 ნახვა

ერთიან ნაციონალურ მოძრაობის ბრალდებებს აჭარის მთავრობაში ბრალდებებითვე პასუხობენ. ისინი რეზო ხარაზს  არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. განმარტავენ, რომ ტენდერი პიკაპისა და სედანის ტიპის 2 ავტომობილზე გამოცხადდა.  ერთი სატრანსპორტო საშუალება აპარატის თანამშრომლებისთვის უნდა შეიძინონ. ინფორმაციას, რომ ავტომობილი უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ავთანდილ ბერიძისთვის იყო განკუთვნილი მთავრობაში უარყოფენ.  

რაც შეეხება პიკაპს, ამბობენ, რომ მას მაღალმთიან რაიონებში გადაადგილებისთვის გამოიყენებენ.

აჭარის მთავრობის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მაღალი გამავლობის ავტომობილები მუნიციპალიტეტებს გადაეცათ, ახალი შეძენის საჭიროება კი დღის წესრიგში სწორედ ამიტომ დადგა.  

ბესიკ ლილუაშვილის თქმით, ერთი ტენდერი ჩავარდა, განმეორებით გამოცხადების ზუსტი თარიღი კი ჯერ უცნობია.

რაც შეხება აჭარის განათლების სამინისტროსთვის განკუთვნილ სედანია ტიპის ავტომობილებს. უწყებაში განმარტავენ, რომ სატრანსპორტო საშუალებები შესყიდვის საჭიროება იყო.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და რეგიონის ხელისუფლება თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში