ინგლისური ენის კლუბები საზოგადოებრივ ცენტრებში

20 დეკემბერი 2017, 00:00 4250 ნახვა

ბრიტანეთის საბჭო იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში ინგლისური ენის კლუბებს ხსნის. პროექტი ჩაქვის,  ორსანტიის, დიდი ჯიხაიშის, კაბლის, წალკისა და ვალეს საზოგადოებრივ ცენტრებში განხორციელდება.

პროექტის მონაწილეები ისარგებლებენ ცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინ რესურსებით, აუდიო- თუ ვიდეომასალით, მონაწილეობას მიიღებენ ინგლისური ენის კონკურსებში. მსურველები ინგლისური ენის შესწავლას ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით შეძლებენ. მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ამავე კატეგორიაში