სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში

19 დეკემბერი 2017, 00:00 2383 ნახვა

ბათუმში, აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლი, დემონტაჟის შემდეგ შესაძლოა თანადაფინანსებით აშენდეს, ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს მომიჯნავე სახლის დანგრევაც – ამის შესახებ ბათუმის მერმა, დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მეზობელ სახლს ექსპერტიზა ახვლედიანის 12 ნომერში არსებული შენობის დანგრევის შემდეგ ჩაუტარდება.

წინასწარი ინფორმაციით, 10 დეკემბერს საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც, გარდა ძირითადი სახლის სრული დაზიანებისა, დაზიანდა ახლოს მდებარე კორპუსი, სახლის სახურავი, რომელსაც უახლოეს პერიოდში გადახურავენ, ჩაიმსხვრა მინები და დაზიანდა ავტომანქანები. ჯერ-ჯერობით უცნობია აუნაზღაურებენ თუ არა ზარალს მოძრავი ქონების მეპატრონეებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში