რას უკავშირებენ მოზარდის დაჭრას?

19 დეკემბერი 2017, 00:00 4049 ნახვა

17 წლის მოზარდზე, რომელმაც სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული, შსს–ომ გამოძიება რამდენიმე თვის წინ, ზაფხულიდან დაიწყო.

285-ე მუხლი კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებას გულისხმობს. უწყების ცნობით,  გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

შსს-ოს მოზარდის საეჭვო მდგომარეობის შესახებ სკოლის დირექტორმა აცნობა. მიზეზი ხელზე ნაკაწრები გახდა. ხელვაჩაურის #1 სკოლის დირექტორი 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ინტერნეტ თამაშს უკავშირებს. ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში მოზარდი სკოლაში აღარ დადიოდა.

ინტერნეტ თამაშებით სარგებლობას არასრულწლოვანის ახლობლებიც ადასტურებენ, პრობლემების შესახებ ინფორმირებული იყო, აჭარის განათლების სამინისტროც. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში