ლუდის, წყლის, ზეთის ათასობით ბოთლი და საყოფაცხოვრებო ნივთები ...

19 დეკემბერი 2017, 00:00 54190 ნახვა

ლუდის, გაზიანი სასმელების, ზეთის, იოგურტის, მინერალური წყლის და კეჩუპის ათასზე მეტი ბოთლი ამოიღებს, ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩიდან, წყლის სანიაღვრე არხიდან.

ნაგვის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ცხადყოფს, რომ სანიაღვრე არხში ნაგავი უნებურად არ ხვდება. 

 

სანიაღვრე არხის გაწმენდისას შპს „ბათუმის წყალის“ თანამშრომლებმა სათამაშო ბურთი და პლასმასის სხვა ნივთებიც იპოვეს. 


კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, სანიაღვრე არხებში ყრის.

ჩახერგილი არხი სრულად გაწმენდილი არ არის, რადგან რიგ მონაკვეთებზე კერძო მესაკუთრეების ეზოებია და სამუშაოების დაწყება შეთანხმების გარეშე ვერ ხერხდება.

დასუფთავების პროცესში, საჭირო გახდა არხის ზედაპირის ამოჭრა.

ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრისგან, არ დაანაგვიანონ ქალაქი და მოუფრთხილდნენ გარემოს.

ამავე კატეგორიაში