სამხედრო გაწვევა სავალდებულო აღარ იქნება

27 ივნისი 2016, 00:00 2465 ნახვა

დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. დღეს დილით ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.  გარდა ამისა, თინა ხიდაშელმა კომენტარი გააკეთა ცენტრალურ აფრიკაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებითაც. მისი განცხადებით, ცენტრალურ აფრიკაში მომსახურე ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ დასტურდება. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში გაერო-მ განაცხადა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა მხრიდან სექსუალური ძალადობის ახალი ფაქტები გამოვლინდა, რაზეც ახალი გამოძიება დაიწყო.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი