საფრანგეთში სასკოლო ავტობუსი მატარებელს შეეჯახა

15 დეკემბერი 2017, 00:00 2342 ნახვა

საფრანგეთში სასკოლო ავტობუსი მატარებელს შეეჯახა. ''ევრონიუსის'' ცნობით, ავარიის შედეგად 4 მოზარდი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედრების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. 16 -ი კი დაშავებულია. 11 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. კატასტროფა საფრანგეთის სამხრეთში სარკინიგზო გზაჯვარედინზე ქალაქ მიიასთან მოხდა.

ავტობუსში, რომელიც შეჯახებისას ორად გაიყო, 13-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები იმყოფებოდნენ. ტრაგედიის ადგილი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მოინახულა. მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა ქვეყნის პირველმა პირმა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ავტობუსის მძღოლსა და მემანქანეს პოლიცია კითხავს.

ამავე კატეგორიაში