ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესებზე ადვოკატები აღარ დაიცავენ

14 დეკემბერი 2017, 00:00 2623 ნახვა

11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპს უახლოვდება. უახლოეს სხდომაზე მხარეებს დასკვნითი სიტყვის თქმის საშუალება ექნებათ, რასაც ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია არ აპირებს.

იგი აცხადებს, რომ უდანაშაულოა, თუმცა მიიჩნევს, რომ პროცესი პოლიტიზებულია და არ უნდა ამ საქმეში წაგებულის სახელი მის ადვოკატებს ჰქონდეთ, სწორედ ამიტომ, ჩხვირკიას გადაწყვეტილებით, მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატები აღარ დაიცავენ. დღეს სასამართლოს წინაშე დაცვის მხარის მოწმეები გამოკითხეს, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში