ქედაში ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნა

14 დეკემბერი 2017, 00:00 2150 ნახვა

ქედაში ყადირ შერვაშიძის ბიუსტი გაიხსნა. ცერემონიას ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბათუმის მერი და ყადირ შერვაშიძის შთამომავლები ესწრებოდნენ. ყადირ შერვაშიძე იყო აჭარაში პირველი ექიმი, ქველმოქმედი,  თამარ მეფის ორდენის კავალერი, იგი 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერიცაა.  

ამიერკავკასიის სეიმის წევრი, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მონაწილე და პირველი ქართულ ცხენოსანი დივიზიის მეთაურია. საზოგადო მოღვაწე 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ბიუსტი მერიის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განთავსდა.

ამავე კატეგორიაში