მთავრობის აპარატისთვის ორ ავტომობილს ყიდულობენ 

12 დეკემბერი 2017, 00:00 2945 ნახვა

აჭარის მთავრობა, აპარატისთვის, 2 ავტომანქანას ყიდულობს, ტენდერი უკვე გამოცხადებულია, მსუბუქი გამავლობის მანქანისა და პიკაპის ტიპის ავტომობილისთვის 130 ათასი ლარია გათვალისწინებული.

მანქანების ყიდვას ამ ეტაპზე არ გეგმავენ სამინისტროებში, ასევე უმაღლეს საბჭოში. რაც შეეხება მოვლა-პატრონობას, ამისთვის თანხა ყოველწლიურად იხარჯება, მაგალითად წარმომადგენლობითი ორგანო საჭიროების შემთხვევაში მომავალ წელს დაახლოებით 56 ათას ლარს დახარჯავს. 

ამავე კატეგორიაში