ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღე რეკორდულად ცივი იქნება

12 დეკემბერი 2017, 00:00 4183 ნახვა

რეკორდულად დაბალი ტემპერატურას ელოდებიან ზამთრის ოლიმპიადის გახსნის დღეს სინოპტიკოსები. ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრების მონაცემებით, 2018 წლის 9 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ცივი დღე იქნება, ყინვა რეკორდულ მაჩვენებელს -14 გრადუსს მიაღწევს. 
პროგნოზმა სირთულეების წინაშე დააყენა ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა, რადგან სტადიონი, სადაც გახსნის ცერემონია უნდა გაიმართოს, გადახურული არ არის. 
საორგანიზაციო კომიტეტი მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს, რათა მაყურებელი ყინვისგან დაიცვას. უკვე ცნობილია, რომ დაჩქარდება შემოწმების პროცედურები და ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივრებს გამათბობელი პაკეტები და პლედები დაურიგდებათ. 

ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა სამხრეთ კორეაა,  ქალაქი ფიონგჩანგი. 

ორგანიზატორებმა დრო და ფული დაზოგეს თუ წინასწარ ვერ გათვალეს ყველა დეტალი რთული გასარკვევია, თუმცა ფაქტია, რომ 35 ათას ადამიანს -14 გრადუსში მოუწევს გახსნის ცერემონიის ნახვა.  

აქამდე ოლიმპიადის გახსნის ყველაზე „ცივი“ ცერემონია 1994 წელს ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში გაიმართა, როდესაც მინუს 11 გრადუსი ყინვა აღირიცხა.

სტადიონის მშენებლობა, რომელიც 35 ათას მაყურებელს იტევს, ორი წელი მიმდინარეობდა და 58 მილიონი დოლარი დაჯდა.

ამავე კატეგორიაში