სააკაშვილს უკრაინაში  ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება

11 დეკემბერი 2017, 00:00 2297 ნახვა

,,საბჭოთა რიტორიკა" - ასე შეაფასა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე უკრაინის პროკურატურის ბრალდებები. პარტიის ,,ახალი ძალების მოძრაობა" ლიდერი მიიჩნევს, რომ მისი დაკავების სიტუაციით ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ამასთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტი ვალდებული იქნება საგამოძიებო მოქმედებებზე გამოცხადდეს.

პროკურატურამ იმ ბინის მისამართიც დაასახელა, სადაც პოლიტიკოსმა სადღეღამისო შინაპატიმრობის პერიოდი უნდა გაატაროს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან კავშირში ადანაშაულებს. ადვოკატები კი ბრალდებებს ილუზიებზე დაყრდნობილსა და უსაფუძვლოს უწოდებენ. სასამართლო პროცესი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში