''ლეოგრანდში'' საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

08 დეკემბერი 2017, 00:00 2703 ნახვა

სასტუმრო ,,ლეოგრანდში’’ საგამოძიებო პროცესი გრძელდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და იკითხებიან მოწმეები.  

უწყება არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სასტუმროს რამდენიმე თანამშრომლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დამოუკიდებელი ექსპერტის მუშაობას, რომლის ჩამოყვანასაც სასტუმროს მეპატრონე გეგმავდა, ეს საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. 24 ნოემბერს ღამით ,,ლეოგრანდში’’ გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

საქმეზე გამოძიება 243-ე  მუხლის, მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდი“ არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს. ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილება სასტუმროს მეპატრონემ, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისა და იურისტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. 

ამავე კატეგორიაში