უქმეები შედარებით თბილი იქნება

08 დეკემბერი 2017, 00:00 4599 ნახვა

წვიმიანი და ცივი ამინდების შემდეგ, 9 და 10 დეკემბერი შედარებით თბილი იქნება. სინოპტიკოსები გვპირდებიან, რომ თბილი ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელების და ანტიციკლონური მდგომარეობის ზემოქმედებით, საქართველოში, განსაკუთრებით კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში,  ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს. 

ხვალ, 9 დეკემბერს, ბათუმში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს თუმცა ტემპერატურა დღისით +14 გრადუსამდე გათბება. ღამით წვიმაა მოსალოდნელი, დღე უნალექო იქნება. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +7 გრადუსი.  

დღისით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელია ხულოშიც, ღამით კი ნალექი, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2 დღისით +8. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი შუახევიშიც, აქ ხულოსგან გასხვავებით დღისით ტემპერატურა 1 გრადუსით მეტი იქნება და +9 გრადუსამდე გათბება. 

უნალექოდ ჩაივლის დღე გოდერძის უღელტეხილზე აქ ტემპერატურა ღამით -8,  დღისით -1 დაფიქსირდება. 

ქედაში, ხულოსა და ქობულეთში კი ჰაერის ტემპერატურა  +11-დან +13 გრადუსამდე მოიმატებს და უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე. მხოლოდ ქობულეთშია მოსალოდნელი ღამით წვიმა. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში