ბათუმელი მძღოლი თურქეთში საქართველოს საკონსულოს მიმართავს

05 დეკემბერი 2017, 00:00 8947 ნახვა

საქართველოს მოქალაქე მურად ზანდარაძე ხელისუფლებას სარფის საბაჟოზე ჩამორთმეული ავტომანქანის დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს. ზანდარაძის განცხადებით, იგი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და კლიენტების მომსახურების მიზნით თურქეთის რესპუბლიკაშიც უხხდებოდა გადასვლა.

ორი თვის წინ კი სარფის საბაჟოზე თურქმა სამართალდამცველებმა ავტომობილი ჩამოართვეს. როგორც ზანდარაძე გვიყვება, 4 წლის წინ მან ავტომობილი თურქეთის მოქალაქეს გადაუყვანა თურქეთში, რომელმაც იგი სავარაუდოდ გაასხვისა. ახლა კი ზანდარაძეს, მისი მტკიცებით მებაჟეები ძველი მანქანის საქართველოში დაბრუნებას სთხოვენ. როგორც ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ ჩვნთან საუბრისას განაცხადა, საბაჟოზე მსგავსი პრობლემას მოქალაქეები ხშირად აწყდებიან. იგი საქმის შესწავლის პირობას დებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი