შსს მინისტრი: ჩვენს საზოგადოებას დანაშაულის არასწორი აღქმა აქვს

04 დეკემბერი 2017, 00:00 3427 ნახვა

‘’ამ პერიოდის განმავლობაში სამართალდამცველებმა 150 პირი დაკითხეს, ესენი გახლდათ არასრულწლოვნების მშობლები, მათი ოჯახის წევრები, ასევე მათი კანონიერი წარმომადგენლები. გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი კი  ძალზედ მცირე ამ კონფლიქტთან, ტრაგედიასთან დამოკიდებულებაში მყოფმა ადამიანმა გამოთქვა’’ - განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარია ამბობს, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, სერიოზული პრობლემაა, რადგან ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის აღქმა ჯერ კიდევ არ არის სწორი.

‘’ჩვენ კარგად გვესმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც განათლების სამინისტრომ და საზოგადოებამ - მოქალაქეებმა, რომლებიც აქტიურ პოზიციას იჭერენ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა პირველ რიგში არასრულწლოვნებში  დანაშაულის აღქმის შესაბამისი,  სწორი პოზიციები არსებობდეს. სხვანაირად ჩვენ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას ვერ შევძლებთ’’.

გიორგი გახარიას თქმით ფაქტთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი აუცილებლად დაისჯება.

ინციდენტი თბილისში, ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს მოხდა. გარდაცვლილია ორი არასრულწლოვანი.  

ამავე კატეგორიაში