''თავისუფალი დემოკრატების'' მიმართვა მერიას

12 აპრილი 2016, 00:00 5026 ნახვა

''თავისუფალი დემოკრატები'' ბათუმის მერიას მიმართავენ და თვითმართველობის ბიუჯეტში პლაჟების დასუფთავებისათვის გამოყოფილი თანხის სხვა მიმართულებით გადანაწილებისკენ მოუწოდებენ. ჯაბა ბერიძის თქმით, ფინანსურ დოკუმენტში პლაჟების დასუფთავებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა მითითებული არ არის. დოკუმენტში წერია რომ სანაპირო ზოლი იანვარში, აპრილში, ნოემბერსა და დეკემებერში თვეში სამჯერ უნდა დასუფთავდეს, ხოლო 1 მაისიდან 15 ივნისამდე ყოველდღიურად. საუბარია სულ სამ მილიონამდე კვადრატულ მეტრ ფართობზე. თავისუფალი დემოკრატები იმ ინციატივას იხსენებენ, რომელიც საკრებულოს რამდენიმე წლის წინ წარუდგინეს. ინიციატივის თანახმად პლაჟები მრავალწლიანი იჯარით უნდა გაიცეს, სანაპიროს დასუფთავება კი მოიჯარეებს ვალდებულება ვალდებულებაში ჩაეწეროს.

ამავე კატეგორიაში