''სტრასბურგის სასამართლოში ჩემი კანდიდატურა იმიტომ დაიწუნეს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა არასწორ შეფასებას აკეთებდა'' - ევა გოცირიძე

01 დეკემბერი 2017, 00:00 3665 ნახვა

‘’სტრასბურგის სასამართლოში ჩემი კანდიდატურა იმიტომ დაიწუნეს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არასწორ შეფასებებს აკეთებდნენ - აცხადებს ევა გოცირიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდი ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლებას დისკრიმინაციისგან იცავს. მარიხუანას დეკრიმინალიზააციის შესახებ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას  კი იზიარებს.

ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინეს. პარლამენტში კენჭისყრის პროცესი დღეს გაიმართება. თუ მას დეპუტატების უმრავლესობა ნდობას გამოუცხადებს გოცირიძე უფლებამოსილების შესრულებას იანვრიდან, 10 წლის ვადით შეუდგება.

ევა გოცირიძის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა წარადგინეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში