მოქალაქე სახელმწიფო ელექტროსისტემის წინააღმდეგ

30 ნოემბერი 2017, 00:00 2137 ნახვა

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილებით, მოქალაქე სულიკო გვიანიძის სამოქალაქო დავა სახელმწიფო ელექტროსისტემის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. დაცვის მხარე ითხოვს, მოქალაქეს სახელმწიფოს 100 %-ანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა სააქციო საზოგადოებამ, კომპენსაცია გადაუხადოს, ამასთან განისაზღვროს საკომპენსაციო თანხა. ელექტროსისტემა კომპენსაცია მოქალაქეს ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე 10 დოლარი შესთავაზა, ხოლო მიწის ღირებულება, დასკვნის მიხედვით, 44 დოლარია.

სახელმწიფო ელექტროსისტემა ექსპროპრირებული მიწის ნაცვლად ანძა მოქალაქის საკუთრებაში აღმართა. სულიკო გვიანიძე, კი რომელმაც ამ ქმედებას შეეწინააღმდეგა დააკავეს და სამართალდამრღვევად ცნეს. თუ 10 სამუშაო დღეში სახელმწიფოს მხრიდან საკითხს რეაგირება არ მოჰყვება მოქალაქე ანძის დემონტაჟს გეგმავს. მის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტები იცავენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი