ხელყუმბარა, 40 საბრძოლო ვაზნა, მიწაში ჩამარხული კასრი - შსს ვიდეო კადრებს ავრცელებს

30 ნოემბერი 2017, 00:00 3477 ნახვა

ხელყუმბარა, 40 საბრძოლო ვაზნა, მიწაში ჩამარხულ კასრში ნაპოვნი ხელყუმბარა - შსს ბათუმსა და ქობულეთში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ საბრძოლო მასალის, ცეცხლსასროლი იარაღისა და მდინარის პირას ჩამარხულ კასრის ვიდეოს ავრცელებს. 

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 ხელყუმბარა და 40 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. პოლიციის მიერ ბათუმში, ფ.ო.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდითა და 18 საბრძოლო ვაზნით. ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეში კი, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან, ფ.ო.-ს მიერ გადამალული, „აკა 74“-ის და „აკმ“-ის მოდელების 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა და 198 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს"

შსს ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იარაღი გამოყენებისთვის ვარგისიანია. 

ბათუმსა და ქობულეთში  იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების ფაქტზე სპეცოპერაცია 25 ნოემბერს ჩატარდა, ოპერაციის შედეგად დაკავებულია თურქეთის მოქალაქე. ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც პროკურორი განმარტავს, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის,  ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის დასადგენად

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი