სადავო ქონების გაყიდვა - საკონსტიტუციო სარჩელი

28 ნოემბერი 2017, 00:00 3215 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქე რემზი შარაძის სარჩელს განიხილავს. იგი იუსტიციის მინისტრის 2011 წელს გამოცემულ ბრძანებას ასაჩივრებს, რომელიც აუქციონის წესით სადავო ქონების გაყიდვის წესს ეხება. განმეორებითი აუქციონის დროს ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ნული ლარით, რაც, მოსარჩელე მხარის შეფასებით არღვევს საკუთრების დაცვის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას. შარაძე, იმის გამო, რომ პოლიციის მოქმედი თანამშრომელია, კომენტარს არ აკეთებს.

მსგავს საქმესთან ჰქონდა კავშირი ვეტერან პოლიციელს, პოლკოვნიკმა ანზორ ხუნდაძემ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლება სამი წლის წინ დაკარგა. მისი განცხადებით, ნულოვანი აუქციონით კრედიტორმა 300 ათასი ლარის ღირებულების სახლი ორი ათას ლარში შეიძინა. ხუნდაძე ახლა რკინის კონტეინერში ცხოვრობს და აცხადებს, რომ აუქციონის მოქმედი წესი არაკონსტიტუციურია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი