ხვალ სახალხო დამცველს აირჩევენ

28 ნოემბერი 2017, 00:00 5334 ნახვა

ხვალ, 29 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველს აირჩევს. 12 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გადაწყდება გახდება თუ არა ნინო ლომჯარია საქართველოს მე-7 ომბუდსმენი. 

ამ პოსტზე ლომჯარიას კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა, თავის მხრივ, "ქართულ ოცნებას" კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესთავაზეს.

მესამე სექტორი მმართველ გუნდს ამ თანამდებობაზე წარსადგენად ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის, ანა ნაცვლიშვილსა და ვახუშტი მენაბდეს კანდიდატურებს სთავაზობდა. 

საქართველოს სულ 6 სახალხო დამცველი ყავდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველი ომბუდსმენი დავიდ სალარიძე იყო, შემდეგ ნანა დევდარიანი, თემურ ლომსაძე, სოზარ სუბარი და გიორგი ტუღუში. დღემდე ამ თანამდებობას უჩა ნანუაშვილი იკავებს. ნანუაშილმა, გუშინ, თავისი მუშობის ანგარიშ წარადგინა. 

საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობის დასაჭერად მარტივი უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში