ლიპყინული გზებზე

26 ნოემბერი 2017, 00:00 2519 ნახვა

ძლიერი ყინვისა და დიდთოვლობის გამო გადაადგილება ხულოში კვლავ შეფერხებულია. ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი ყველა გზა გაწმენდილია თუმცა გადაადგილება რეკომენდებული მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ამ დროისთვის გზის 80% გაწმენდილია. ელექტრო - ენერგია  200-მდე აბონენტს არ მიეწოდება. თოვლის საფარი დაბა ხულოში 1 მეტრს მაღალი ზონის სოფლებში კი 1 მეტრ ნახევარს აღწევს. გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 2 მეტრია. შუახევიდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დაშვებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი