“რაგბი ევროპის” 96-ე გენერალური ასამბლეა

24 ივნისი 2016, 00:00 3831 ნახვა

„რაგბი ევროპის“ 96-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა- ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.  სიტყვით გამოსვლისას გიროგი კვირიკაშვილმა ქართული რაგბის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო სიამოვნებით უმასპინძლებს 2017 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული. რაგბი ევროპის“ 96-ე გენერალურ ასამბლეას, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, "რაგბი ევროპის" პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუსი და სხვადასხვა ქვეყნის 75 დელეგატი ესწრებიან. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში