სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 4 სამართალდამცველი

23 ნოემბერი 2017, 00:00 2484 ნახვა

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ განცხადება გაკეთდა უსაფრთხოების სამსახურში, სადაც აღინიშნა, რომ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3.   გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 4 სამართალდამცველი.

შსს -ს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები. ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან და ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში