ხულოში 50 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა

23 ნოემბერი 2017, 00:00 4266 ნახვა

ხულოში, სოფელ კალოტაში მცხოვრები 50 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა. სოფელში შუქი თოვლის მოსვლასთან ერთად წავიდა, ამ დროისთვის კალოტაში თოვლის საფარი 35 სმ აღწევს. 

"ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და სოფელს ელექტროენერგიის მიეწოდება რამდენიმე საათში აღუდგება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში