როგორ ხორციელდება ბათუმის მიწისქვეშა სამუშაოები?

21 ნოემბერი 2017, 00:00 2644 ნახვა

თამარის დასახლებაში, სადაც ორი დღის წინ ქვევრი იპოვეს და დაამტვრიეს, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე კომპანია “პფაიფერი და გზა” მუშაობს. მისი დირექტორი ალექსანდრე ბაღათურია 2012 წლამდე ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იყო, შემდეგ კი შპს “გზის” სახელით ჩნდებოდა მედიაში, “გზა” მერიის ტენდერებს ხშირად იგებდა ახალი ხელისუფლების პირობებშიც, კომპანია გზების სარეაბილიტაციო და მიწისქვეშა სამუშაოებს ასრულებს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ამბავი - ბაღათურიამ, ფიზიკური პირის სტატუსით, ერთი თვის წინ “ქართულ ოცნებას” 60 ათასი ლარი შესწირა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში