ბათუმის სტადიონის მშენებლობის პრეტენდენტი შპს "ანაგია"

21 ნოემბერი 2017, 00:00 14797 ნახვა

ბათუმის სტადიონის ტენდერი შედგა. გამარჯვებულ კომპანია 5 დღეში დასახელდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა. თუ დოკუმენტაციაში ხარვეზები არ დაფიქსირდა გამარჯვებულ კომპანიას დაასახელებენ. 

სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი (დღგ გარეშე) 101 მილიონ 700 ათასი ლარზე გამოცხადდა, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით გამარჯვებულმა კომპანიამ 99 მილიონ 448 ათასი ლარის შეთავაზება გააკეთა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე ბათუმის სტადიონის მშენებლობის პრეტენდენტი შპს "ანაგია", რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა. 

დახურული ტენდერი შპს "სტადიონმა" 19 ოქტომბერს გამოცხადდა და  21 ნოემბერს დასრულდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა.

 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში