ლიბიაში დაკავებული მეზღვაურების ახლობლების პროტესტი

21 ნოემბერი 2017, 00:00 5347 ნახვა

ლიბიაში დაპატიმრებული ქართველი მეზღვაურები შველას ითხოვენ. როგორც პატიმრების ახლობლები აცხადებენ,  მათ მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღეს, რომ ქალაქი სადაც მეზღვაურები არიან შესაძლოა დაიბომბოს და საფრთხე შეექმნათ პატიმრებსაც.

ასევე იტყობინებიან, რომ მათ არ აქვთ საკმარისი საკვები და წყალი. ქართველი მეზღვაურები პატიმრობაში აგვისტოდან  იმყოფებიან, მათ კონტრაბანდის მუხლი უკვე მოეხსნათ და გამოძიება საზღვრის უკანონო კვეთას ედავება.

დაკავებულების ოჯახები დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს და საგარეო საქმეთა სამინისტროს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. ჩვენ დავუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყებაში ამ დრომდე სატელევიზო კომენტარს არ აკეთებენ. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში