ქვევრის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

21 ნოემბერი 2017, 00:00 3814 ნახვა

ბათუმში, თამარის დასახლებაში ნაპოვნ ქვევრთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის" კოდექსის 259-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უკანონო არქეოლოგიურ სამუშაოებს ან არქეოლოგიური ობიექტის დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან ორი წლით  თავისუფლების აღკვეთით.

შეგახსენებთ, ბათუმში თამარის დასახლებაში საკანალიზაციო მილების სამუშაოების დროს კომპანია "ფაიფერი და გზის" თანამშრომლებმა ქვევრი იპოვეს. მუშებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ კი მძიმე ტექნიკით დაამსხვრიეს. 

ამავე კატეგორიაში