დანიის მხარდამჭერი პროგრამა საქართველოსა და უკრაინისთვის

19 ნოემბერი 2017, 00:00 2028 ნახვა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსა და უკრაინისთვის ახალი 5 წლიანი სამეზობლო პროგრამა დაამტკიცა, რომლისთვისაც 860 მილიონი კრონი გამოყო. ანდრეს სამუელსენის განცხადებით, პროგრამა ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის შესახებ დანიის საგარეო პოლიტიკის ფარგლებში შეიქმნა. იგი ქვეყნის სარეფორმო პროცესში ფუნდამენტურ საკითხებზე იქნება ფოკუსირებული, მათ შორის დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებაზე.

მინისტრის თქმით, უკრაინა და საქართველო გამოწვევების წინაშე დგანან, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარე ტერიტორიულ საფრთხეს შეიცავს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ორივე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე რთულ რეფორმებს ატარებს. ანდრეს სამუელსენი მიიჩნევს, რომ დანიისა და ევროპის ინტერესებში შედის უკრაინისა და საქართველოს მიერ ევროპული კურსის შენარჩუნება. პროგრამა საქართველოსა და უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანადგომასაც ითვალისწინებს

ამავე კატეგორიაში