გალაქტიონის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია

17 ნოემბერი 2017, 00:00 3017 ნახვა

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია იწყება. დაგეგმილია ფილების შეცვლა, ახალი სკამებისა და განათების სისტემის მონტაჟი. სამუშაოები სიმბოლურად პოეტის დაბადების დღეს დაიწყო.

მერიის წარმომადგენლებმა თარიღთან დაკავშირებით, ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ფილების დემონტაჟს ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპზე კი ბიუსტის რესტავრირება იგეგმება.  პროექტისთვის დაახლოებით 23 ათასი ლარია გამოყოფილი.

ამავე კატეგორიაში