საკონსტიტუციო სარჩელი

16 ნოემბერი 2017, 00:00 2386 ნახვა

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში მუდმივად მცხოვრები სომხეთის მოქალაქეების სარჩელს განიხილავს. მოქალაქეები კანონის იმ ნორმებს ასაჩივრებენ, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად და სხვადასხვა შეღავათის სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობა.

მათი განცხადებით, აღნიშნული ნორმა დისკრიმინაციულია და ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის დაცული თანასწორობის უფლება. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან რიგ შემთხვევებში სახელმწიფოს ვალდებულება მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების მიმართ აქვს.

ამავე კატეგორიაში